სხეულის 55% დამწვარი აქვს - გორში ხანძრისას დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა

გამოქვეყნდა:

ამ დრომდე მძიმეა გორში გაზგასამართ სადგურზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა. ის თბილისის კლინიკაშია მოთავსებული. შემთხევა გორში შინდისის გზატკეცილზე მოხდა. ცეცხლი სადგურსზე მაშინ გაჩნდა, როცა თხევად აირს ავტოცისტერნაში ასხამდნენ.

შემთხვევის შედეგად სულ 3 ადამიანია დაშავებული.

"პაციენტი შემოვიდა დღეს დილით, გამთენიისას 49 წლის კაცი, 55% სხეიულის თერმული დამწვრობა. სავარაუდოდ, ალით აქვს მიღებული დამწვრობა, ამას ემატება სასუნთქი გზების დაზიანება, დამწვრობითი შოკი. მუხედავად საკმაოდ სერიოზული ტრავმისა, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა არის სტაბილური", - თქვა ექიმმა, გუგა ქაშიბაძემ. 

მისივე თქმით, პაციენტს საკმაოდ ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდება.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო, თუმცა ამ დროსითვის ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი