ადგილობრივები წლებია პრობლემის მოგვარებას ითხოვენ | მდგომარეობა დატბორილ წყნეთში

გამოქვეყნდა:

ძლიერი წვიმის შედეგად, წყნეთში გზები დაიტბორა და საცხოვრებელ სახლში წყალი შევარდ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სტიქიას საკუთარი ძალებით რამდენიმე საათის განმავლობაში უმკლავდებოდნენ. 

ტაბიძის ქუჩაზე მოგვიანებით 40-მდე სამაშველო ბრიგადა გამოჩნდა. ადგილობრივების თქმით, გამგეობას სანიაღვრე ჭების რეაბილიტაციის თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათთან არავინ გამოჩენილა.

ადგილზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ წლებია მხოლოდ ერთი მონაკვეთია გასაკეთებელი, თუმცა 3 წლის განმავლობაში ბიუჯეტში ამისთვის თანხა ვერ მოიძებნა.

ადგილზე სპეციალური ტექნიკა ამ დრომდე მუშაობს.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი