„შეუძლებელი გახდება ჩემთვის ამ სესხის დაფარვა და მომიწევს, სახლის დაკარგვა“ - მოქალაქეებს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების სესხი კიდევ უძვირდება

გამოქვეყნდა:

ბოლო ერთი თვის განმავლობაში სესხები ისევ გაძვირდა, რაც იმას ნიშნავს რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებამ 111 ათასზე მეტი ადამიანი უმძიმესი რეალობისთვის გაწირა. ბანკში გაზრდილი გადასახადი ელოდება ყველას, ვისაც სესხი ლარში აქვს აღებული.

დღეს ეროვნულმა ბანკმა აღიარა რომ ქვეყანაში ინფლაციის დონე საგანგაშო ნიშნულზეა და ფასების რეკორდული ზრდის შესაჩერებლად კომერციულ ბანკებს საპროცენტო განაკვეთი გაუზარდა. ყველას, ვისაც სესხი ლარში აქვს აღებული, შემდეგი თვიდან ბანკში უფრო მეტის მიტანა მოუწევს. 

რეფინანსირების ასეთ მაღალი განაკვეთი, რომელიც დღეს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა, საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღარ ყოფილა. გაძვირებული ფული პირდაპირ ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შენელებას, რაც ეკონომისტების განცხადებით, სიღარიბისგან თავის დაღწევას ოცნებად აქცევს.

ლარის რეკორდული გაუფასურების გამო დაწყებული ინფლაციის შეჩერება კვლავ ხალხის ხარჯზე ხდება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება მოჯადოებულ წრეზე ბრუნავს. ეროვნულ ბანკს კი არჩევანი ცუდსა და უარესს შორის ჰქონდა. 

ინფლაციის დონე ქვეყანაში მიზნობრივ მაჩვენებელს უკვე ორჯერ აჭარბებს. ეროვნულმა ბანკმა კატასტროფული შედეგების თავიდან ასაცილებლად მონეტარული პოლიტიკა უკვე მეოთხედ გაამკაცრა.

საბოლოო ჯამში, „ოცნების“ ხელისუფლების შეცდომების გამოსწორების მცდელობას 100 ათასზე მეტი მოქალაქისთვის სესხის 2,5% გაძვირება და 80 მილიონ დოლარზე მეტი რეზერვის უშედეგო გაყიდვა მოჰყვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი