საპროტესტო აქცია გაიმართა დღეს ზუგდიდში, სადაც ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, ოჯახსა
და მის კოლეგებს მიუსამძიმრეს.
ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა პროტესტის ნიშნად, კამერები და მიკროფონები ძირს დაალაგეს.
მათ კიდევ ერთხელ დაგმეს 5 ივლისს, თბილისში მომხდარი ძალადობა, რა დროსაც ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებზე იძალადეს. ისინი სრულ პასუხისმგებლობას მომხდარზე ხელისუფლებას აკისრებენ.