გაყინული ეკონომიკა - საშეღავათო პერიოდი სრულდება ბიზნესი კი შემოსავალს 2021 წლამდე არ ელოდება

გამოქვეყნდა:

ივნისიდან მოქალაქეებს გადავადებული სესხების გადახდა მოუწევთ. საშეღავათო პერიოდის ვადა იწურება. იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ეკონომიკა დახურულია, გაურკვეველია, რა უნდა ქნან იმ მოქალაქეებმა, ვინც შემოსავლის გარეშეა დარჩენილი.

როგორ უნდა გადაიხადონ საბანკო ვალდებულებები, არ იციან არც ტურიზმის სექტორში, რომელსაც დაწესებულმა კოვიდშეზღუდვებმა ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა. აქ საუბარი არ არის მხოლოდ სასტუმროებსა და რესტორნებზე, არამედ საუბარია ბინების გაქირავებაზე, რომელიც 55 ათასი მოქალაქისთვის შემოსავლის წყარო იყო. სავარაუდოდ, ეს ვითარება მომდევნო წლის გაზაფხულამდე შენარჩუნდება. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ერთწლიან საშეღავათო პერიოდს ითხოვენ.

ბანკებში იურიდიულ პირებს აქვთ სამი მილიარდი სესხი და ფიზიკურ პირებს მილიარდნახევარი სესხი. მსოფლიოს მონაცემებით შემდეგი წლის მაისამდე არავინ შემოსავალს არ ელოდება, - ამბობს სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციების ხელმძღვანელი შალვა ალავერდაშვილი. 

საბანკო ასოციაციების წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ საბანკო სესხების გადავადება მხოლოდ გარკვეული სეგმენტისთვის მოხდება. დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გადავადება ყველას არ შეეხება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი