დღეიდან რესტორნებს და კაფე-ბარებს ახალი რეგულაციებით მოუწევთ მუშაობა. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად აუცილებელ პირობად რჩება კარანტინის დროს დაწესებული წესების დაცვა. ეს წესები ეხება დისტანციას, წინასწარ დაჯავშნას და ერთჯერად მენიუებს.
ახალი გაიდლანები საქართველოს გასტრონომიის ასოციაციამ გამოაქვეყნა. ამ წესების მიხედვით, ყველა კვების ობიექტი ვალდებულია წინასწარ მიიღოს მაგიდებზე ჯავშანი და მაგიდებს შორის დისტანცია დაიცვას არა ნაკლებ ორი მეტრისა.
დარგის სპეციალისტების თქმით, ეპიდ სიტუაციის გათვალისწინებით, ასეთი ნაბიჯის გადადგმა არაპროდუქტიული იქნება.
საკმაოდ რთული იქნება, განსაკუთრებით მცირე ზომის რესტორნებისთვის მუშაობა. წარმოიდგინეთ, მაგიდებს შორის დაშორება ორი მეტრი და სკამებს შორს დაშორება უნდა იყოს ერთი მეტრი. იტალიაში, რომში 400-მა რესტორანმა განაცხადა, რომ ამ რეგულაციებით მათ გახსნას აზრი არ ექნება. შესაბამისად, იგივე თემა იქნება ჩვენთანაც, - ამბობს სასტუმროების და რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ალავერდაშვილი.
გასტრონომიის ასოციაციის გაიდლაინები შემუშავების პროცესშია და მისი მიღების შემთხვევაში, მისი გათვალისწინება კვების ყველა ობიქტს მოუწევს.