კრედიტებზე მორატორიუმის ვადა იწურება - ტურიზმის ბიზნესში დასაქმებულები უმართავ პროცესებს პროგნოზირებენ

გამოქვეყნდა:

წამზომი ჩართულია, საშეღავათო პერიოდი იწურება და ივნისიდან უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს ისევ მოუწევთ განაახლონ საბანკო სესხების გადახდა. იმ ფონზე, როცა ეკონომიკა სანახევროდ დახურულია, ეს სიღარიბის კატასტროფულ ზრდას ნიშნავს.

8 ივნისამდე დაკეტილია შოფინგ მოლები, 22 ივნისამდე დახურულია რესტორნები, 6 ივლისამდე არ იმუშავებს სასტუმროები. ამ ობიექტების გახსნამდე იქ დასაქმებული ადამიანები შემოსავლის გარეშე რჩებიან და ვერც სესხს გადაიხდიან. 

სესხების გადავადებას ითხოვენ ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანებიც. მხოლოდ ბინების დღიური გაქირავებით 60 000-მდე ადამიანი არჩენდა ოჯახს, ამ ქონების 90% კი სწორედ კრედიტში იდო. სასტუმროებში ვიზიტორების დაბრუნებას მომავალი წლის გაზაფხულამდე აღარ ელოდებიან. თუკი სესხები არ გადავადდა, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები უმართავ პროცესებს პროგნოზირებენ. 

დამატებითი საშეღავათო პერიოდის გარეშე რომ მოქალაქეების ნაწილი განწირულია, აღიარებენ  საბანკო ასოციაციაშიც. თუმცა ამბობენ, რომ ამჯერად სესხების გადავადება ყველას აღარ შეეხება.

ქვეყნის მოსახლეობის 70%-ს დღეს საკრედიტო ვალდებულება აქვს გასასტუმრებელი. მათი პრობლემები ხელისუფლებას დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და სესხებზე დამატებითი საშეღავათო პერიოდის დაწესება მოითხოვა. ინიციატივას სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც იზიარებენ.

კრედიტებზე დაწესებული მორატორიუმი ათიოდე დღეში ამოიწურება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი