არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" (ISFED) წერს, რომ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზად ზედოზირების ვერსაის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგამდე "მარშალპრესი" ავრცელებდა.
ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, "მარშალპრესმა" აღნიშნული ვერსიის გავრცელება Facebook-ზე შსს-ს ბრიფინგამდე 1 საათით ადრე დაიწყო. ცნობისთვის, 11 ივლისის ბრიფნიგზე სამინისტროს წარმომადგენლემა ირიბად მიანიშნა, რომ გარდაცვალება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან შეიძლებოდა ყოფილიყო დაკავშირებული.
"[მარშალპრესის] მასალაში წყაროდ მოხმობილია ვინმე პოლიტიკოსი იოსებ ხიმშიაშვილი. მალევე სიახლე ონლაინგამოცემამ ორგანიზებულად გაავრცელა ღია ჯგუფებში. გამზიარებლებს შორის იყოს "მარშალპრესის" დამფუძნებელი ოთარ სტეფანიშვილი", - წერს ISFED.
"მარშალპრესზე" სტატია 15:58 საათზე გამოქვეყნდა, მისი გავრცელების თანმიმდევრობა შემდეგი იყო:
შეგახსენებთ, რომ შსს-მ გუშინდელ ბრიფინგზეც თქვა, რომ გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკული ნივთიერებები აღმოჩნდა და "გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება". უწყებამ ლექსო ლაშქარავას გადაადგილების კადრებიც გამოაქვეყნა.