ლექსო ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები - შსს

გამოქვეყნდა:

გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება - შსს-ში ლექსო ლაშქარავას ცხედრის ქიმიური ექსპერტიზის შუალედური დასკვნა გაასაჯაროვეს.

მამუკა ჭელიძემ იმ ნარკოტიკული ნივთიერებები ჩამოთვალა, რომელი მისივე თქმით, ორგანიზმში აღმოჩნდა:

ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები მორფინი, კოდეინი, დეტრაჰიდროკარაბინოლი, გაბაპენტინი, და მონო აცეტილ მორფინი - თქვა მამუკა ჭელიძემ.

შსს-ს ინფორმაციით, დაიკითხა 110 პირი, გაიშიფრა 65 კამერის ვიდეოჩანაწერი.

გომელაურის უწყებამ დღეს ლექსო ლაშქარავას გადაადგილების მორიგი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა, რომელიც მათი მტკიცებით, გამოძიების მსვლელობისას ამ ეტაპზეა მოპოვებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი