აგრესიული პრორუსული ჯგუფების გააქტიურების პარალელურად, კრემლში საქართველოსთან დაკავშირებით ალტერნატიულ სცენარებსაც ამუშავებენ. ამის შესახებ სერგეი ლავროვის მიერ მომზადებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი, რომელიც მსოფლიოს 43 ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით მომზადდა.
ჯავახეთის ავტონომია და ქვემო ქართლის ეთნიკური უმცირესობების უფლებებით მანიპულაცია ის თემებია, რომლის გამოყენებასაც კრემლი საქართველოზე გავლენისთვის გამოიყენებს. სხვაგვარად შუძლებელია ახსნა - რატომ მოხვდა ანგარიშში ეს ჩანაწერი. ამ თემებით კი საქართველოზე ზეწოლას კრემლი 90-იანების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში ცდილობდა, იქამდე ვიდრე მისი აგენტურის ნაწილი ან ციხეში არ მოხვდა, ან ქვეყნის დატოვება არ მოუწია.
ლავროვის უწყების ანგარიში დასავლეთისთვის ნიშნის მოგებით მომზადებული დოკუმენტია, რომელიც ამტკიცებს, რომ ევროპისკენ მიმავალ ქვეყნებში ადამიანების უფლებები უფრო მეტად ირღვევა, ვიდრე პუტინის რუსეთში, სადაც პოლიტკოვსკაიას, ნემცოვს, სკრიპალებისა და ლიტვინენკოს მხოლოდ იმიტომ გაუსწორდნენ, რომ სიმართლის თქმა გაბედეს. თუმცა ანგარიშში არაფერია ნათქვამი საქართველოში ადამიანის უფლებების მთავარ დამრღვევზე, ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას მკვლელზე, გახელაძისა და ექიმ ვაჟა გაფრიდნაშვილის გამტაცებელზე - რუსეთის საოკუპაციო ძალებზე.
ამავე თემაზე: