სამცხე-ჯავახეთში ავტონომიას ითხოვენ, ქვემო ქართლში ფართო წარმომადგენლობას - რუსეთის საგარეოს ანგარიში

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალურ ანგარიშს ავრცელებს მსოფლიოს 43 ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.

საუბარია საქართველოზეც და ყურადღება გამახვილებულია ეთნიკური უმცირესობების უფლებებზე.

რუსეთი ამტკიცებს, რომ ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა დაბალია და ისინი უფრო ფართო ავტონომიას მოითხოვენ, მათ შორის- სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში:

იმის გამო, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა მონაწილეობა დაბალია, ეთნიკური დიასპორების წარმომადგენლები გამოხატავენ უფრო მეტ დამოუკიდებლობის სურვილს, რათა დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები განათლებისა და კულტურის სფეროში.

მაგალითად, სომხური საზოგადოება დიდი ხანია აყენებს სამცხე-ჯავახეთის ავტონომიის საკითხს და ქვემო ქართლიდან აზერბაიჯანელები ითხოვენ ფართო წარმომადგენლობას ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში, სადაც ყველა ძირითადი თანამდებობა ქართველებს აქვთ დაკავებული.

ეს მოწოდებები ვერ პოულობს საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან, რადგან აღიქმება სეპარატისტული განწყობების გამოხატვად" ნათქვამია დოკუმენტში.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი