ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, სავარაუდოდ, გიორგი კალანდარიშვილი ჩაატარებს. იურიდიული კომიტეტის გუშინ გამართულ სხდომაზე, სწორედ მის კანდიდატურად დაუჭირეს მხარი "ქართული ოცნების" დეპუტატებმა. კალანდარიშვილი ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოქმედი ხელმძღვანელია, საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პოსტის 6 თვით დასაკავებლად, კალანდარიშვილს ახლა მხოლოდ სესიაზე კენჭისყრა აშორებს.
ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე, აკაკი ხუსკივაძე ამბობს, რომ "ყველა ის ადამიანი, რომელიც კონკურსში საბოლოოდ დარჩა არის გიორგი ჯავახიშვილის კადრი" და შესაბამისად "ეს 4-ვე ადამიანი, არის სუს-ის და "ოცნების" კადრი".
აკაკი კობალაძე კი ამბობს, რომ ეს კანდიდატები სისტემისთვის აბსოლუტურად მისაღებები იყვნენ და "იმ საქმის გამგრძელებლები იქნებიან, რასაც ცესკო ისედაც აკეთებდა".
შეგახსენებთ, იურიდიულმა კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილის არჩევას გაუწია რეკომენდაცია.