იურიდიულმა კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილის არჩევას გაუწია რეკომენდაცია

გამოქვეყნდა:

იურიდიულმა კომიტეტმა 10 ხმით, ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის არჩევას გაუწია რეკომენდაცია.

მეორე კანდიდატურას, გიორგი სანტურიანს მხარი კომიტეტის 4-მა წევრმა დაუჭირა.

კომიტეტმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე, 10 ხმით, გია ცაცაშვილის, ხოლო მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე, ასევე 10 ხმით, მაია ზარიძის კანდიდატურების არჩევას გაუწია რეკომენდაცია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობზე გია ცაცაშვილთან ერთად წარმოდგენილი იყო ლელა ტალიურის, კანდიდატურა, რომელსაც მხარი დაუჭირა კომიტეტის 3-მა წევრმა, ხოლო მაია ზარიძესთან ერთად წარმოდგენილ თამარ სართანიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომიტეტის 3-მა წევრმა, ხოლო ერთი წევრი წინააღმდეგი იყო.

შეგახსენებთ, ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა 30 ივნისს დატოვა თამარ ჟვანიამ. ამის შემდეგ პრეზიდენტმა გამოცხადდა კონკურსი თავმჯდომარისა და ცესკო-ს წევრების შერჩევაზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი