კინტრიშის ნაკრძალში დაკარგულ ორ ახალგაზრდას მაშველები მეორე დღეა ეძებენ. განგაშის სიგნალი 112-ში გუშინ, 15 ივლისს, დილით შევიდა - ახალგაზრდა ბიჭი და გოგონა პოლიციას საკუთარ ადგილსამყოფელს ატყობინებდნენ.
ცნობილია, რომ ახალგაზრდები ქობულეთში, ხინოს ხეობაში, ხინოსა და გომის მთებს შორის იმყოფებოდნენ, მათ გზა აებნათ და უსაფრთხო ადგილას ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ.
ერთ-ერთი მათგანი იყო დაშავებული, თუმცა მითითებულ კოორდინატებზე მაშველებს ტურისტები ადგილზე არ დახვდნენ.
იხილეთ ასევე: