პური გაძვირდა. მცხობელმა კომპანიებმა ფასი 10 თეთრით გაზარდეს, თუმცა მაღაზიებში მოქალაქეებს პურის შეძენა კიდევ უფრო ძვირად მოუწევთ. პურის ფასის ზრდა სუბსიდირების პროგრამის გაუქმების შემდეგ გარდაუვალი იყო, ამბობენ პურის მცხობელთა ასოციაციაში.
ივლისში გაუქმებული სახელმწიფო დახმარების პროგრამის შემდეგ, პურის მცხობელ კომპანიებს ერთ ტომარა ფქვილში 53 ლარის ნაცვლად 60 ლარზე მეტის გადახდა უწევთ. ამასთან ერთად, გაზრდილია კომუნალური გადასახადები, წყლის გადასახადი და პურის გამოსაცხობად საჭირო პროდუქტების ფასი, როგორიცაა საფუარი და მარილი.
სპეციალისტების შეფასებით, ფქვილის სუბსიდირების პროგრამა არასწორი იყო, რადგან მას მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი აქვს და ხელისუფლებას პურის მცხობელ კომპანიებს სხვაგვარად უნდა დახმარებოდა.
პურის მცხობელთა ასოციაციაში არ გამორიცხავენ, რომ შემოდგომაზე პურზე ფასმა კიდევ უფრო მოიმატოს