ჟურნალისტები, რომლებიც პროფესიული საქმიანობის გამო ვერ ტოვებენ სამუშაო ტერიტორიას, სოლიდარობის ნიშნად ქუთაისში შეიკრიბებიან.
კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც მედიის 53 წარმომადგენელს თავს დაესხნენ, ასევე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგეს პრემიერმინისტრის და ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვოს- ეს არის ჟურნალისტების მთავრი მოთხოვნა.
"ამ ქვეყანას ახლა უდგას დღე, როდესაც ან იქნება ევროპა, ან იქნება ჩეჩნეთი და მე მიმაჩნია, რომ ყველა ჩვენგანის ვალია, ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენისათვის იქ, სადაც არის ბრძოლის წინა ხაზი",- ამბობს ჟურნალისტი ქეთი დეისაძე
მედიაკორპუსის დიდი ნაწილი დღეს, 6 საათზე, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბება, პარალელურად მედიის წარმომადგენლების ნაწილი სოლიდარობის ნიშნად, საპროტესტო აქციებს რეგიონებშიც გამართავს.