"სევდიანია როცა იგებ, რომ ოლიმპიადაზე მოხვდი, მაგრამ ვერ მიდიხარ" | ქართველი ჩოგბურთელის სკანდალური განცხადება

გამოქვეყნდა:

ქართველი ჩოგბურთელის სკანდალური განცხადება - ოკსანა კალაშნიკოვა Twitter-ზე წერს, რომ წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე მონაწილეობა შეეძლო, თუმცა საქართველოს ნაკრების ოფიციალურ განაცხადში ვერ მოხვდა. 

ძალიან სევდიანი ამბავია, როცა იგებ, რომ თურმე ტოკიოს ოლიმპიადაზე მოხვდი მაგრამ ვერ მიდიხარ იმის გამო, რომ განაცხადი არ გაუგზავნიათ. ოლიმპიადაზე მონაწილეობა ჩემი ოცნება იყო. ახლა მხოლოდ ტირილი მინდა, - წერს ჩოგბურთელი. 

მისივე თქმით, მან არ იცის ეს კონკრეტულად ვისი ბრალია, თუმცა ცნობილია, რომ განაცხადი არ გაგზავნილა - "არ ვიცი რა მოხდა, ოფიციალურ პასუხს არავინ მეუბნება".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი