"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს მოუწოდა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაშლილი საპროტესტო ბანერი ჩამოხსნან იმისთვის, რომ შს მინისტრმა გამოსვლა გააგრძელოს.
თუმცა ზარქუას უჭირს განმარტება, რაში უშლის ხელს ბანერი გომელაურს.
ამ საკითხზე ზარქუა ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს, თუმცა სხდომის გაგრძელებაზე სრულ პასუხისმგებლობას სწორედ მედიას აკისრებს.
"ეს ბანერი დროებით ჩამოვხსნათ და გავაგრძელოთ, მოვუსმინოთ, თქვენ არავინ გიშლით ხელს თქვენი პროტესტი გამოხატოთ - ამბობს ზარქუა
ამ წუთებში პარლამენტში შესვენებაა გამოცხადებული. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ისინი ბანერის აღებას არ აპირებენ და მათთვის საპარლამენტო უმრავლესობის მოთხოვნა მიუღებელია.