"დასაჯეთ მოძალადეები", "აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა" - ჟურნალისტების პროტესტი პარლამენტში

გამოქვეყნდა:

დასაჯეთ მოძალადეები, აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა - ამ შინაარსის ბანერები გაშალეს ჟურნალისტებმა პარლამენტში, შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის მისვლის პარალელურად.

მედიის წარმომადგენლები და ოპოზიციონერი დეპუტატები, გომელაურს ბანერებითა და ფოტოებით დახვდნენ.

ჟურნალისტები და პოლიტიკოსები ლექსო ლაშქარავას საქმეზე დამნაშავეების დასჯასა და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

დღეს, 18 ივლისს გომელაურს პარლამენტში 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მოუსმენენ.

 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი