კომუნალურები საკმაოდ მაღალალია - მწარმოებლები პურის ისევ გაძვირებას არ გამორიცხავენ

გამოქვეყნდა:

1 ივლისიდან პური კიდევ 10 თეთრით გაძვირდა, თუმცა ქსელური მაღაზიები პურზე ფასს თავადაც ამატებენ.

ფქვილისა და პურის მწარმოებლები არ გამორიცხავენ, რომ მიუხედავად ლარის დასტაბილურებისა, პურზე ფასი 3-4 თვეში ისევ გაიზარდოს. ისინი ძირითად მიზეზებად სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების მატებასა და საჭირო პროდუქტზე ფასის ზრდას ასახელებენ.

"68 ლარი ერთ ტომარა ფქვილზე ფაქტიურად ძირს არის წამოსული, ეს არის 60 ლარის ფარგლებში. მეპურეების სამიზნე ფასი იყო 53 და მე აღვნიშნე, რომ დღეს არის 60. კლების ტენდენცია, რა თქმა უნდა არის, მაგრამ რამდენად დაუხალოვდება და დაუახლოვდება კი სამიზნე ფასს, 53 ლარს ხვალ და ზეგ, ან 2 და 3 თვის განმავლობაში ფქვილის ფასი, სავარაუდოდ, ეს ახლო მომავალში, სამწუხაროდ არ მოხდება", - თქვა საქართველოში ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ.

პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ კომუნალური გადასახადი და ენერგო მატარებლები ერთად, დაახლოებით 23%-ია პურ პროდუქტებში, რაც საკმაოდ მაღალია.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი