მთავრობა უნდა გადადგეს, დაკისრებულ მოვალეობას, ვერც ერთ სფეროში ასრულებს - ბაქრაძე

გამოქვეყნდა:

ტურიზმისა და რესტორნების სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სექტორი ქვეყნის კიდევ ერთხელ დაკეტვას ვერ გადაიტანს. მათი თქმით, პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო ბიზნესს ისედაც დიდი ვალი დაუგროვდა და ახლა, კიდევ ერთხელ ჩაკეტვა მათ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს.

რესტორატორი ქეთი ბარქაძე, პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ამბობს, რომ მთავრობა უნდა გადადგეს, ვინაიდან ის მასზე დაკისრებულ ვალდებულებას ვერ ასრულლებს.

"პრაქტიკულად ახლა ყოველდღიურად გვიწევს მუშაობა, თან ვისტუმრებთ ძველ ვალს გრაფიკები გვაქვს გაკეთებული, იმათაც ხო დიდი ზარალი მიადგათ, თან ახალს ვყიდულობთ, თან იმას ისტუმრებ. ძალიან დიდ სტრესში ვართ და მიუხედავად ამ სტრესისა მაინც ვმუშაობთ, რომ გადავრჩეთ. ახლა რომ ჩაგვკეტონ, ეს ნიშნავს რომ გავნადგურდებით, მიწასთან გავსწორდებით და ვეღარ ავდგებით.

უნდა გადადგეს საქართველოს მთავრობა, იმიტომ, რომ ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ვერც ერთ სფეროში",- თქვა ქეთი ბაქრაძემ.

რესტორატორების ნაწილი ასევე აცხადებს, რომ რესტორნებისა და სასტუმროების დახურვის გადაწყვეტილების შემთხვევაში, ისინი მთავრობის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებიან და ბიზნესს არ დახურავენ. ამავე თემაზე: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი