დღეს ტოკიოში ოფიციალურად იხსნება ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები. ცერემონია თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.
ოფიციალურად 2020 წლის ზაფხულის თამაშები 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე ჩატარდება, პარაოლიმპიური თამაშები კი 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე.
ოპლიმპიადაში მონაწილეობას 200-ზე მეტი ქვეყნის, 11 000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს. მათ შორისაა საქართველოც - ქვეყნიდან ოლიმპიურ თამაშებზე 35 სპორტსმენი წარსდგება.
ახალი რეგულაციების გამო, სპორტსმენები თამაშზე გამოსვლის შემდეგ ოლიმპიურ ქალაქს მაქსიმუმ 2 დღის ვადაში დატოვებენ. გარდა ამისა, 750 შეჯიბრიდან 724 ტრიბუნებზე მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
თამაშები შარშან მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტოკიოს მოსახლეობის ნაწილი ოლიმპიური თამაშების გამართვის წინააღმდეგი იყო. ისინი ამის მთავარ მიზეზად კორონავირუსის გაზრდილ შემთხვევებს ასახელებენ.