ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ოლიმპიური თამაშების - ტოკიო 2020-ის ნახევარფინალში იასპარეზებს.
მეოთხედფინალში მან ოლიმპიადის მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი, კორეელი ო სან უკი 15:13
დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. მომავალ შეხვედრას ქართველი მოფარიკავე რეიტინგის მე-4 ნომერთან, უნგრელ არონ სილადისთან გამართავს.
დაპირისპირება 14:00 საათზე დაიწყება.