ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშების ნახევარფინალშია - მან კანადელი მეტოქე ცოტა ხნის წინ დაამარცხა.
შავდათუაშვილი 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.
ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტოკიოში ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო და 1/32 ფრანგი გილემ შაინე ვაზარით დაამარცხა, ამის შემდეგ მან შეხვედრა ჯიბუტის წარმომადგენელთან გამართა და მასაც სძლია.
შავდათუაშვილის გარდა ასპარეზობას აგრძელებს ძიუდოისთი ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის.