"წადით რა, თქვენი დედაც მო**** ყველასი" - იაკობაშვილი "მთავარი არხის" ჟურნალისტს

გამოქვეყნდა:

თბილისის ქუჩებში ჰომოფობიური შინაარსის სიძულვილის პლაკატები ისევ გაკრულია - პრორუსული გამოცემა For.ge-ს მთავარი რედაქტორი, გია იაკობაშვილი, რომელმაც გუშინ აღიარა, რომ ბანერები მისი ორგანიზებით გააკრეს, ამჯერად "მთავარი არხის" ჟურნალისტს უპირისპირდება. 

იაკობაშვილი გააღიზიანა ჟურნალისტის კითხვამ, დააჯარიმა თუ არა ის მერიამ.

"არ გვაქვს ოფისი, მას შემდეგ რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" თქვენმა ნაციონალურმა მოძრაობამ წაგვართვა, მას მერე მე ოფისი აღარ მქონია, გაიგეთ რა ერთხელ და სამუდამოდ.

წადი რა თქვენი დედაც**** სუყველასი", - უთხა მან "მთავარის" ჟურნალისტს. 

თბილისი მერიაშია "მთავარ არხს" უთხრეს, რომ მხოლოდ 2 მოქმედი პირი დააჯარიმეს, თუმცა მათ შორის იაკობაშვილი არაა. 

იაკობაშვილის ოჯახის წევრები ძირითადად "ქართულ ოცნებასთან" არიან დაკავშირებულები - მისი დის შვილი მერიის პრესსამსახურში ოპერატორის თანამდებობაზეა დასაქმებული, მისი ცოლი კი, ეკა მაჩიტაძე დიდუბე- ჩუღურეთის გამგეობაში მუშაობს. 

ავტორი: ნინო გიგაური

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი