ვინ არის გია იაკობაშვილი, რომელმაც აღიარა, რომ სიძულვილის პოსტერები მისი ორგანიზებით გააკრეს

გამოქვეყნდა:

პრორუსული გამოცემა For.ge-ს მთავარი რედაქტორი, გია იაკობაშვილი, რომელმაც გუშინ Facebook-ზე აღიარა, რომ სიძულვილის შემცველი პოსტერები დედაქალაქში მისი ორგანიზებით გააკრეს, "მთავარი არხის" შეკითხვებს ისევ არ პასუხობს.

იაკობაშვილის "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდის წევრი იყო, ასევე 2007-2008 წლებში დასაქმებული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში. 2009 წელს ის სხვა პოზიციაზე გადავიდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იაკობაშვილი ტექნიკურ უნივერსიტეტში ამ დრომდე გაფორმებულია. უნივერსიტეტის თანამშრომლები ადასტურებენ, რომ გია იაკობაშვილს იცნობენ, თუმცა უარყოფენ, რომ ის კვლავ ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობს.

იაკობაშვილის ოჯახის წევრები ძირითადად "ქართულ ოცნებასთან" არიან დაკავშირებულები - მისი დის შვილი მერიის პრესსამსახურში ოპერატორის თანამდებობაზე იყო დასაქმებული, მისი ცოლი კი, ეკა მაჩიტაძე დიდუბე- ჩუღურეთის გამგეობაში მუშაობს.

საჯარო სამსახურში არიან დასაქმებული გია იაკობაშვილის ოჯახის წევრებიც. მისი მეუღლე დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის თანამშრომელია, მისი დის შვილი კი თბილისის მერიაში მუშაობს.

ავტორი: ნინო გიგაური. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი