სტიქია ქვემო სვანეთში - ძლიერი წვიმის გამო მდინარე ცხენისწყალი ადიდდა და გზა წაიღო, ასევე, წაღებულია ხიდები, დატბორილია სახნავსათესი მიწები. საერთო ჯამში სვანეთში სტიქიის 5 კერაა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში გარესამყაროსაა მოწყვეტილი 20 სოფლის 500-მდე ოჯახი, მათ ელექტროენერგია არ მიეწოდებათ, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილზე გაწმენდით სამუშაოებში მძიმე ტექნიკა ჩართეს. რამდენიმესაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი პორბლემები შეუქმნა.
" ძალიან დიდი ნალექი მოვიდა და გზა წაიღო, ხიდი მოწყვეტილია, ნახევარი ქვემო სვანეთი ფაქტობრივად მოწყეტილია გზას ამ ეტაპზე",- ამბობენ ადგილობრივები.
მდინარე ცხენისწყალმა მთლიანად წაიღო ლენტეხი - ლასტილის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის რამდენიმეკილომეტრიანი მონაკვეთი. რა ზარალი მიადგა სტიქიის შედეგად ქვემო სვანეთს ჯერჯერობით უცნობია. სინოპტიკოსები გამოდარებას არც მომდევნო დღეების განმავლობაში პროგნოზირებენ.