ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია. ფინალში ის გერმანელ მეტოქეს დაუპირისპირდა. 21 წლის ძიუდოისტმა საქართველოს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ბექაური 90 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ის ევროპის მოქმედი ჩემპიონიცაა.