ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალშია

გამოქვეყნდა:

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია. 

ლიპარტელიანმა კანადელ შადი ელჰანასის იპონით სძლია, მანამდე კი ეგვიპტელი რამადან დარვიში გაფრთხილებებით დაამარცხა.

ლიპარტელიანი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატების ექვსგზის პრიზიორი და ევროპის სამგზის ჩემპიონია. ის 90 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. 

ვარლამის მეტოქე ნახევარფინალში იაპონელი ვოლფი იქნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი