უგანდის ოლიმპიური ნაკრები ნაკრების წევრს, იულიუს სეკიტოლეკოს ეძებს, რომელიც ტოკიოში ჩასვლის შემდეგ დაიკარგა.
სასტუმროში Covid 19-ის ტესტის გასაკეთებლად მისულ ექიმებს სეკიტოლეკო ოთახში არ დახვდათ. მას იაპონიის პოლიციაც ეძებდა. როგორც გაირკვა, სპორტსმენს უგანდაში დაბრუნება არ სურდა.
სეკიტოლეკომ ნაკრების წევრებს წერილი დაუტოვა, სადაც წერს, რომ უგანდაში დაბრუნებას, იაპონიაში არალეგალად ყოფნა ურჩევნია.