დაბრუნება საფეხბურთო მოედანზე - კორონაპანდემიის შემდეგ ქართველმა სპორტსმენებმა ვარჯიში დაიწყეს

გამოქვეყნდა:

კორონაპანდემიის გამო ორ თვეზე მეტია ყველა სპორტული აქტივობა შეჩერებულია. ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატზე კი მხოლოდ ორი ტურის ჩატარება მოესწრო.

ერთ-ერთი პირველი ვინც ვარჯიშები განაახლა თბილისის ლოკომოტივია. გუნდი, რომელიც ჩემპიონატს 100 პროცენტიანი შედეგით ლიდერობდა. 

დღეს უკვე კლუბი 8-8 კაციან ჯგუფებად იყოფა და ფეხბურთელები ბურთსა და მოედანს ეჩვევიან. ეროვნულ ჩემპიონატს შეწყვეტამდე 6 ქულით სწორედ ლოკომოტივი ლიდერობდა, 2-2- ქულით თბილისელებს გორის დილა და საბურთალო ჩამორჩებიან. მაშინ გუნდს სხვა მწვრთნელი ჰყავდა დღეს კი გამოცდილი სოსო ფრუიძე ამზადებს.

ვარჯიში განაახლა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა დინამო თბილისმა. გუნდი საჰაერო სივრცის გახსნას და სამი ლეგიონერის დაბრუნებას ელოდება. 

კიდევ ერთ ტიტულოვან ქართულ კლუბში სავარჯიშო პროცესები აღდგა, თუმცა ქუთაისში ჯერაც არ დაბრუნებულა იტალიელი ინვესტორი, რომელსაც ტორპედოსთვის ყველა პრობლემა უნდა მოეხსნა, კლუბის დირექტორატში ამბობენ რომ ამის მიზეზი შეწყვეტილი ფრენებია.

ბათუმის დინამო ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს აგრძელებს, კლუბში ახალ მოსამზადებელ პროგრამას უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ, ფეხბურთელები შეიკრიბნენ გორში, საჩხერეში და სამტრედიაშიც.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი