ჟიურის წევრი არ უნდა იყოს ანგარიშვალდებული საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ - მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭო "ლიტერას" კონკურსში კულტურის სამინისტროს მხრიდან ჟიურის წევრის დანიშვნას მიუღებელს უწოდებს.
"მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს მიუღებლად მიგვაჩნია წლევანდელი ცვლილება, რადგან ვფიქრობთ, რომ ჟიურის წევრი არ უნდა იყოს ანგარიშვალდებული საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ. მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭოს არ გაგვაჩნია რაიმე სახის იურიდიული ბერკეტი ამის შესაცვლელად, თუმცა ვაფიქსირებთ ჩვენს პროტესტს და გამოვთქვამთ სურვილს, რომ ჟიურის თითოეული წევრი კვლავაც შეირჩეს დამოუკიდებლად, რათა მათ ყოველგვარი წნეხის გარეშე, თავისუფლად გააგრძელონ მუშაობა და ლიტერატურულ პროცესში წვლილის შეტანა", - აღნიშნულია სამეთვალყურეო საბჭოს განცხადებაში.
ცნობისთვის, წელს პირველად ლიტერატურული პრემია ლიტერას ჟიურის 5 წევრიდან 4 წევრი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო ერთი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.
ჟიურის წევრების ვინაობა ცნობილია:
ცნობისთვის, ლიტერატურული პრემია "ლიტერას" 20-მდე კონკურსანტმა პროტესტის ნიშნად საკუთარი წიგნი კონკურსიდან მოხსნა. ბოიკოტის მიზეზი კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი და სამინისტროს მიერ ჟიურის ერთი წევრის დანიშვნაა.