ლიტერატურული პრემია "ლიტერას" კონკურსანტები პროტესტის ნიშნად ისევ ტოვებენ - ამ ტიპის გადაწყვეტილება კიდევ 5-მა მონაწილემ მიიღო. ბოიკოტის მიზეზი კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი და სამინისტროს მიერ ჟიურის ერთი წევრის დანიშვნაა.
მწერალმა გიორგი შონიამ საკონკურსო სიიდან წიგნი "რობოტების ყვავილები" მოხსნა:
"რობოტების ყვავილები" სწორედ ძალაუფლების ცენტრების წინააღმდეგ მიმართული წიგნია და აი, ვერანაირად ჩაჯდება ამ კონტექსტში. დღევანდელი მდგომარეობა იმდენად საგანგაშოა, იმდენად ვუახლოვდებით ბელარუსს, რომ თითოეული ჩვენგანი ისე უნდა დაუპირისპირდეს ამ ბოროტებას, როგორც შეუძლია. ყველა ბერკეტი გამოსაყენებელია!", - წერს გიორგი შონია.
იგივე გადაწყვეტილება მიიღეს ჟუნალისტებმა დავით ქაშიაშვილმა და რატი მუჯირმაც. მუჯირმა მინისტრს "მთავარი არხის" მიკროფონის დაბრუნებაც გაახსენა.
თეა, მიკროფონი დააბრუნე! რა თქმა უნდა, თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალქე “ზემოდან” დანიშნულ ჟიურის არ ავიტან. “ლიტერას” გრძელი სიიდან “მ@ილები ავღანეთზე” გამაქვს.
თეა, მიკროფორნი დააბრუნე!" - წერს რატი მუჯირი.
ქაშიაშვილი წერს, რომ ის რაც ხდება საშიში პრეცედენტია:
4 შერჩეული ერთიც "თეას" დანიშნული ჟიური! - მიზეზი რის გამოც ვხსნი ჩემს წიგნს "ლიტერადან". ეს არაა თავისუფლება, ეს ძალიან საშიში პრეცედენტია.
კონკურსი პროტესტის ნიშნად დატოვა მწერალმა ჯაბა ზარქუამაც, რომელიც წერს, რომ მას შემდეგ, რაც წულუკიანმა ჟიურიში თავისი წარმომადგენელი დასვა კონკურსმა "ძველ, კეთილ, საბჭოთა სტილში" გადაინაცვლა.
"მას შემდეგ რაც ქალბატონმა მინისტრმა ჟიურიში დასვა თავისი წარმომადგენელი ძველ, კეთილ საბჭოთა სტილში და ამით ცხადი გახადა პრემიის ლაურეატებით მისი პირადი დაინტერესება, როგორც თავისი საქმის მცოდნე აგიტპროპებს ეკადრებათ, კონკურსს შინაარსისგან დაცლილად მივიჩნევ და გრძელ სიაში ჩემი წიგნის ადგილს ვეღარ ვხედავ!" - წერს ზარქუა.
გარდა ამისა, კონკურსი დატოვა ელენე კვირკველიამაც, მისი თქმით, მთავარია ღირსება არ დაკაროს.
"ახლა ბერლინში ვარ, რა თქმა უნდა, საქართველოში დაბრუნებას ვაპირებ, საქართველოში, და არა საბჭოთა კავშირში! ჩემი სადებიუტო კრებული ,,წყვეტა" მოხსნილია ლიტერატურული პრემია ,,ლიტერადან" თეა წულუკიანის მიზნები დიდი ხანია გაცხადებულია, დღეს უბრალოდ ნათელი მოჰფინა ყოველივეს. არავის არაფერს არ მოვუწოდებ, უბრალოდ, სასაცილოა წულუკიანის ტრიუკი, პასუხმაც არ უნდა დააყოვნოს. მინისტრები, ყოფილი მინისტრები ხდებიან, დროის ამბავია", - წერს ელენე კვირკველია.
კონკურსი პროტესტის ნიშნად ასევე დატოვეს:
პროტესტის ნიშნად "ლიტერას" კიდევ ერთი კონკურსანტი, ეკა ქევანიშვილი ტოვებს