ნინო სალუქვაძემ ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში გასვლა ვერ შეძლო

გამოქვეყნდა:

ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლეგენდარუმა ტყვიის მსროლელმა, ნინო სალუქვაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე ფინალში გასვლა ვერ შეძლო. ორდღიანი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ სალუქვაძემ ჯამური 578 ქულა დააგროვა და 44 სპორტსმენს შორის 25-ე ადგილი დაიკავა.

ლეგენდარულმა სპორტსმენმა კვალიფიკაციის პირველ დღეს ასეთი შედეგი აჩვენა - 94, 98, 99 ქულა და ჯამური 291, რაც მე-7 შედეგი იყო.

ცნობისთვის, სალუქვაძემ მე-9 ოლიმპიადაზე იასპარეზა, რაც ქალებისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო მედიაშიც.  სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე სამი მედლის მფლობელია. ოქრო და ვერცხლი 1988 წელს სეულში, 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზე კი ბრინჯაო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი