გურამ თუშიშვილმა რუსი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ოლიმპიური თამაშების ფინალშია

გამოქვეყნდა:

ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ოლიმპიური თამაშების ფინალშია. 

ნახევარფინალში მან რუსი მეტოქე ტამერლან ბაშაევი დაამარცხა.

თუშიშვილი +100 წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

ცნობისთვის, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა თუშიშვილმა ნახევარფინალში გასვლამდე ჯერ ტაჯიკი, შემდეგ კი ბრაზილიელი მოწინააღმდეგეები დაამარცხა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი