"მეგობარს რომ დაურეკა, ისმოდა კივილი, ყვიროდა, გამიშვით ხელიო" | თბილისში ტურისტს ეძებენ

გამოქვეყნდა:

მეგობარს რომ დაურეკა, ისმოდა კივილი, ყვიროდა, გამიშვით ხელიო, - ამის შესახებ თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ტურისტის მეგობრები ყვებიან. 

სახლიდან, მთაწმინდიდან, დაახლოებით 15:33 საათზე გავიდა. დაახლოებით ერთ საათში მეგობრებს დაურეკა უცხოეთში. ყვიროდა, ამბობდა რომ თავს დაესხნენ და შველას ითხოვდა... ისმოდა კივილი, ყვიროდა, გამიშვა ხელიო და ეს არის რაც ვიცით, - ამბობენ მისი მეგობრები. 

ისინი 31 წლის შანე ბრუკის კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებენ, რომელიც არსებული ინფორმაციით, ვიდეოკამერებმა ბოლოს გუშინ, 30 ივლისს, თბილისის დროით 15:33 საათზე ვერაზე, სახლიდან გასვლისას დააფიქსირეს.

ავსტრალიელი შანაი ბრუკის დაკარგვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. პროცესში მონაწილეობს 100-მდე მეხანძრე-მაშველი. 

ცნობისთვის, თბილისში 31 წლის ავსტრალიელ ქალს, შანე ბრუკის ეძებენ.

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი