"გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე ციხიდან მეუღლეს ესაუბრა" | რა მოხდა რუსთავის ციხეში, სადაც პატიმარი ცემით მოკლეს 

გამოქვეყნდა:

მკვლელობა რუსთავის ციხეში, სადაც გავლენიანმა მსჯავრდებულებმა 35 წლის პატიმარი ცემით მოკლეს. როგორც "მთავარ არხთან" გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები ამბობენ, გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე პატიმარი მეუღლეს ელაპარაკებოდა, სატელეფონო საუბრიდან დასრულებიდან 10 წუთში კი ქალს პოლიციიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი მეუღლე გარდაცვლილია. ოჯახის წევრები, რომლებსაც ამ ეტაპზე ვინაობის გამხელა არ სურთ, ამბობენ, რომ პოლიციას დამატებითი დეტალები არ უთქვამს. 

ჩვენი ინფორმაციით კი საქმე ეხება ფულის აგროვებას, ე.წ. "ობშიაკს". ამ საკითხზე საუბრობს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძეც, რომლის ცნობითაც, მკვლელობა შურისძიების მოტივით მოხდა.

იხილეთ ასევე:

არსებული ინფორმაციით, რუსთავის ციხეში მსჯავრდებულებმა პატიმარი ცემით მოკლეს

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი