რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით ერთ-ერთი მსჯავრდებული პატიმრებმა ცემით მოკლეს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ანგარიშსწორების მიზეზი ფულია რომლის მიტანასაც გავლენიანი მსჯავრდებულები ითხოვდნენ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქმეზე მოკვლევა უკვე დაიწყო.