ავსტრალიელ ქალზე, სავარაუდოდ, სექსუალურადაც იძალადეს

გამოქვეყნდა:

გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალიელ ქალზე სექსუალურად იძალადეს. ოფიციალური განმარტება ამ საკითხზე არცერთი უწყების მხრიდან არ გაკეთებულა. 

ცნობილია მხოლოდ ის, რომ ავსტრალიელი ქალის ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. კადრები კი, სადაც ქალის ცხედარზე ფიზიკური ძალადობის კვალი ჩანს, "მთავარი არხის" დრონებმა გადაიღო. 

როგორც "მთავარი არხის" დრონებით გადაღებულ კადრებში ჩანს, ქალის ცხედარს მნიშვნელოვანი დაზიანებები აღენიშნება, ქალს თავი აქვს გაჩეხილი და გაძარცვულია. შანე ბრუკის ცხედარს ძალადობის კვალი აშკარად ეტყობა. 

ადგილზე, სადაც ქალის ცხედარი იპოვეს, ამ წუთებშიც სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი