მასწავლებელი მოკლეს, გვაპატიეთ მასწავლებელო, რომ ვერ დაგიცავით - ლადო აფხაზავა

გამოქვეყნდა:

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა ავსტრალიელი ქალის გარდაცვალებას ეხმიანება Facebook-პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მასწავლებელი მოკლეს, მასწავლებელი,  რომელიც ქართველ ბავშვებს ასწავლიდა და ამზადებდა მომავალი გამოწვევებისთვის. მადლობა მას ამისთვის და გვაპატიე, მასწავლებელო , რომ იმ ქვეყანაში მოხვდი, რომელშიც უკვე არავინ არის დაცული. გვაპატიონ შენმა მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა, მოსწავლეებმა, თანამშრომლებმა. ეს საქმე აუცილებლად უნდა გამოვიძიოთ და დაისაჯოს დამნაშავე. მასწავლებელი მოკლეს, გვაპატიეთ მასწავლებელო, რომ ვერ დაგიცავით...", - წერს ლადო აფხაზავა.
 

ცნობისთვის, ავსტრალიელი ქალის ცხედარი მტაწმინდაზე 30-საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ იპოვნეს. ამ დროისთვის, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ავსტრალიელი ქალის ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებაკადრები კი, სადაც ქალის ცხედარზე ფიზიკური ძალადობის კვალი ჩანს, "მთავარი არხის" დრონებმა გადაიღო. 

როგორც "მთავარი არხის" დრონებით გადაღებულ კადრებში ჩანს, ქალის ცხედარს მნიშვნელოვანი დაზიანებები აღენიშნება, ქალს თავი აქვს გაჩეხილი და გაძარცვულია. შანე ბრუკის ცხედარს ძალადობის კვალი აშკარად ეტყობა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი