ქართველ ძიუდოისტებს ტოკიოს ოლიმპიადის აკრედიტაცია ჩამოერთვათ - ოლიმპიური თამაშების სპიკერის განმარტება

გამოქვეყნდა:

რეგულაცია საქართველოს ნაკრების ორმა სპორტსმენმა დაარღვია - ქართველი ძიუდოისტების,  ვაჟა მარგველაშვილსა და ლაშა შავდათუაშვილს მიერ ოლიმპიური სოფლის ტერიტორიის დატოვების ფაქტს "ტოკიო 2020-ის" აღმასრულებელი დირექტორი ბრიფინგზე გამოეხმაურა. 

"სამწუხაროა, რომ ასეთი ზომების გატარება გვიხდება, მაგრამ ჩვენ უბრალოდ იძულებულები ვართ. თითოეული დელეგაცია ტოკიოში ჩამოსვლისას გაფრთხილებული გვყავდა, რომ ოლიმპიურ სოფელში მკაცრი რეგულაციები იარსებებდა. სამწუხაროდ, ეს რეგულაცია საქართველოს ნაკრების ორმა სპორტსმენმა დაარღვია და დანარჩენი სპორტსმენების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათ სოფლის ტერიტორია დავატოვებინეთ",- ამბობს ტაშირო მუტო ტოკიო "ტოკიო 2020-ის" აღმასრულებელი დირექტორი. 

რეგულაციების მკაცრად დაცვაზე გაამახვილა ყურადღება "ტოკიო 2020"-ის უსაფრთხოების ოფიცერმა, კრისტოფ დუბიმ. გამკაცრებული წესები ოლიმპიადაზე კორონავირუსის პანდემიის გამო მოქმედებს.

"ჩვენ საკმაოდ მკაცრად ვაკონტროლებთ რეგულაციებს, სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ოლიმპიური თამაშები კოვიდის შემთხვევების გარეშე მიმდინარეობს",- თქვა კრისტოფ დუბიმ.

ცნობისთვის, ქართველ ძიუდოისტებს, ვაჟა მარგველაშვილსა და ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიური სოფელი დაატოვებინეს. როგორც "მთავარმა არხმა" ტოკიოში გაარკვია, სპორტსმენებმა ოლიმპიური სოფლის ტერიტორია დატოვეს და იაპონიაში მცხოვრებ მეგობართან, ქართველ სუმოისტთან, გაგამარუსთან შესახვედრად წავიდნენ. 

ქართველი ძიუდოისტები ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი თბილისში დღეს ღამით ჩამოფრინდებიან

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი