მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალშია

გამოქვეყნდა:

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ ნახევარფინალურ შეხვედრაში ჩილელ მოწინააღმდეგე დაამარცხა და ფინალში გავიდა. 

ტოკიოში ის ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

ქაჯაია 130 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს

იაკობ ქაჯაიამ (130 კგ)1/4 ფინალური დაპირისპირება 3:1 მოუგო რუსეთის ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელს სერგეი სემიონოვს და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც ჩილელ აკოსტა ფერნანდესს დაეჭიდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი