ყველაფერი იმ ზიზღის შედეგია, რომელსაც თესავს დღევანდელი მმრთველი პარტია - გია ბუღაძე

გამოქვეყნდა:

ყველაფერი იმ ზიზღის შედეგია, რასაც თესავს დღევანდელი მმართველი, ხელისუფალი პარტია - ასე ეხმაურება მხატვარი გია ბუღაძე ავსტრალიელი მასწავლებლის, შანე ბრუკის გარდაცვალებას.

ამბობს, რომ ხელისუფლება ანგრევს ყველაფერს დასავლურს და პროგრესულს, სანაცვლოდ კი ქვეყანაში ზიზღის პოლიტიკას ნერგავს. 

"ყველაფერი იმ ზიზღის შედეგია, რომელსაც თესავს დღევანდელი მმრთველი, ხელისუფალი პარტია. რეალურად, თბილისი და საქართველო გახდა ქსენოფობიური და ჰომოფობიური ქმედებათა ცენტრი. იმიტომ რომ თვითონ ხელისუფალია ასეთი, ხელისუფლება ნერგავს ამას ყველაფერს. იმიტომ, რომ ყველაფერი დასავლური, პროგრესული ის, რაც ევოლუციაზეა ორიენტირებული, არ აწყობთ, იმიტომ, რომ მათ რუსეთი უნდათ და რეალურად რითი უნდა განავითაროს ეს, რითი უნდა დაამკვიდროს ეს აგრესია, თუ არა ამ ზიზღის პოლიტიკით?",- ამბობს გია ბუღაძე.

ცნობისთვის, ავსტრალიელ შანაე ბრუკსის 30 ივლისიდან ეძებდნენ. მასწავლებლის ცხედარი თბილისში 31 ივლისს იპოვეს. მეგობრების თქმით, ბოლო საუბრის დროს ის ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ მას თავს დაესხნენ. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, ის სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლი გახდა. კადრები სადაც სხეულზე ძალადობის კვალი ჩანს, "მთავარი არხის" დრონებმა გადაიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში გარდაცვლილი ავსტრალიის მოქალაქის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება. ჯერჯერობით უცნობია  რამდენი ადამიანი დაესხა 31 წლის ქალს თავს და ამოღებულია თუ არა გარე სათვლთვლო კამერების ჩანაწერები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი