შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში გარდაცვლილი ავსტრალიის მოქალაქის საქმეზე გამოძიება გადაკვალიფიცირდა და განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას განზრახ მკვლელობის, სსკ-ს 108-ე მუხლით აწარმოებენ. სამართალდამცავები აქტიურად აგრძელებან ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ჩატარებას დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით", - აცხადებენ უწყებაში.

უწყებამ თავდაპირველად გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, აქტიურად გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით.

ცნობისთვის, ავსტრალიელ შანაე ბრუკსის 30 ივლისიდან ეძებდნენ. 31 წლის მასწავლებლის ცხედარი თბილისში 31 ივლისს იპოვეს. მეგობრების თქმით, ბოლო საუბრის დროს ის ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ მას თავს დაესხნენ. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, ის სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლი გახდა. კადრები სადაც სხეულზე ძალადობის კვალი ჩანს, "მთავარი არხის" დრონებმა გადაიღო.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი | ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი