ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პირადი ცხოვრების ამსახველი დისკების საჯაროდ და საზოგადოების დასანახად განადგურების შემდეგ ოლიგაქრიულმა რეჟმმმა ახალ არქივზე დაიწყო მუშაობა. უსმენენ, უთვალთვალებენ და უღებენ ყველას, ვინც ბიძინა ივანიშვილის ინტერესის არეალშია, კომპრომატებით შანტაჟი კი "ქართული ოცნების" სავიზიტო ბარათი გახდა.
ტოტალური მიყურადების მთავარი მტკიცებულება გასაჯაროვებულია. როგორც ირკვევა, სუს-ის ინტერესის საგანს ხშირ შემთვევაში პირადი ცხოვრება წარმოადგენს, მათ შორის მმართველი გუნდის წევრების, რომელთა ერთგულებაც ამ მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, კიდევ უფრო გარანტირებულია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაფაილებული მასალა პირაპირ ივანიშვილთან მიდის, ოლიგაქრმა იცის ყველაფერი, ვინ რას აკეთებს, ვინ რას გეგმავს, ვინ ვის უპირისპირდება, და ასე კულუარებიდან აკონტროლებს ყველას და ყველაფერს.
იხილეთ ასევე: