თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროტესტი სულ უფრო მასშტაბური ხდება. საზოგადოება მძარცველ მინისტრს სრულ უნდობლობას უცხადებს და ოქროს ფონდის დასაცავად სპეციალური კომისიის შექმნას მოითხოვს.
უნიკალური ექსპონატების ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ დადგა რაც მინისტრმა 2 საუკუნოვანი ხელოვნების მუზეუმის შენობის დაცლა დაიწყო. თავად ისტორიული ნაგებობა შესაძლოა მალე ოლიგარქის მორიგ ბიზნეს ინტერესს შეეწიროს, რაც შეეხება ქართველი ხალხის კუთვნილ საგანძურს, უცნობია სად წავა ოქროს ფონდი და რამდენად დაცული იქნება.
მუზეუმში დაცულია 139 ათასი ექსპონატი იკომოსის ცნობით - მისი გადატანისთვის კულტურის სამინისტრომ ექვსი თვე გამოჰყო. 24 საათიან რეჟიმში მუშაობის შემთხვევაში 1 საათში 32 ექსპონატი უნდა გადაიტანონ, რაც დღეში 800-მდე ნაკეთობის ევაკუაციას გულისხმობს.
არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებამ ეკლესიის დიდი ხნის მოთხოვნა დააკმაყოფილოს და საგანძურის ნაწილი მაინც საპატრიარქოს გადასცეს.
ექსპონატების გატანა სამ დღეში დაიწყება, მოქალაქეები წულუკიანს არ ენდობიან ამის ნიშნად, 5 აგვისტოს ხელოვანები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ხელოვნების მუზეუმს ცოცხალი ჯაჭვით დაიცავენ.