"ჩადექი ცოცხალ ჯაჭვში მუზეუმის გადასარჩენად!" - 5 აგვისტოს, 12:00 საათზე აქცია ჩაინიშნა. მოქალაქეები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან შეიკრიბებიან.
აქციის ორგანიზატორები "თავისუფლების ინსტიტუტი" და "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებაა".
"ექვთიმეს გადარჩენილს თვითმარქვია ექვთიმე ანგრევს. გუშინ საყდრისი. დღეს ხელოვნების მუზეუმი. რა იქნება ხვალ? ეროვნულ მემკვიდრეობას თუ ვერ დავიცავთ, შთამომავლობა არ გვაპატიებს", - წერენ ორგანიზატორები.
ცნობისთვის, 4 ივლისს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის. სამინისტრო ამბობს, რომ:
სამინისტროს სურს, რომ მუზეუმის ძირითადი შენობა დაიცალოს. მუზეუმში ჩვენი ქვეყნის სამუზეუმო ფასეულობათა 80 პროცენტზე მეტია თავმოყრილი.