გაუფრთხილდით ჯანმრთელობას - ასე პასუხობს "მთავარი არხის" შეკითხვას თვითდასაქმებულებისა და უმუშევრად დარჩენილების პრობლემასტან დაკავშირებით, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.
საქმე ეხება სპეციალურ ვებგვერდს, რომელზეც ადამიანები ვერ რეგისტრირდებიან და შესაბამისად, კომპენსაციების განხილვის პროგრამაშიც ვერ ხვდებიან.
დიმიტრი ხუნდაძეს ამაზე საუბარი არ სურს და "მთავარი არხის" კითხვებს გაურბის. შემოსავლის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებისთვის "ოცნების" არც სხვა დეპუტატებს აქვთ პასუხი, როგორ მიიღონ კუთვნილი კომპენსაციები.
"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი ანტიკრიზისული გეგმის ხარვეზებსა და არაეფექტურობაზე მიანიშნებს.
ფაქტია, რომ ხელისუფლებამ გაწირა მოსახლეობა შიმშლისათვის და არაფერს აკეთებს რომ მხარში დადუდგეს საკუთარ მოქალაქეებს, - ამბობს რომან გოცირიძე.
"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ხარვეზები ხელისუფლების არაკომპეტენტურობისკენ მიუთითებს.
ისინი ვინც დარეგისტრირდნენ და ვისაც ეკუთვნის, შეძლება მათაც ვერ მიიღონ იმიტომ, რომ ტექნიკურად გაუმართავად მუშაობს ბაზა, - ამბობს სერგი კაპანაძე.
"მთავარ არხს" შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები დაუკავშირდნენ, რომლებიც ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე შესაბამისი მონაცემების შევსებისას, იღებენ შეტყობინებას, რომ რეგისტრაცია ვერ გაიარეს, შესაბამისად ისინი ამ მიზეზის გამო, ვერც ფულადი კონპენსაციის განხვილვის პროგრამაში ხვდებიან. გარდა ამისა, მოსახლეობა ამბობს, რომ მათ ზარებს არც მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ცხელ ხაზზე პასუხობენ.