ყურძენი მიზერულ ფასად - "ოცნების" მმართველობის 9 წლის თავზე, ყურძენი 1 ლარიც აღარ ღირს 

გამოქვეყნდა:

მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთი კილოგრამი ყურძნის ჩასაბარებელ ფასად 90 თეთრი განისაზღვრა. პრემიერი ამტკიცებს, რომ ეს აქამდე არნახული ფასია. გასულ წელს ყურძენი 70 თეთრი ღირდა, თუმცა მანამდე კიდევ უფრო მეტი. ინფლაციის გათვალისწინებით კი 90 თეთრი მევენახეებისთვის მისაღები არ არის.

ბაზრის ნაცვლად ყურძნის ფასს ახლა სუბსიდირების პროგრამით ახლა სახელმწიფო დააბალანსებს, თუმცა ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ როგორც გასულ წლებში, ახლაც  ყურძენს კახელი გლეხებისგან ძირითადად ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული კომპანია „ბოლერო“ და სახელმწიფო კომპანია „აკურა“  შეისყიდის, შესაბამისად, ყურძნის დაბალ ფასად შეძენა ისევ ოლიგარქის გარემოცვის  ინტერესებში შედის.

კახეთში კარგად ახსოვთ ბიძინა ივანიშვილის დაპირება 2012 წელს - ოლიგარქი წინა ხელისუფლებას მაშინ არსებული ფასის - 1 ლარის გამო აკრიტიკებდა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, კახელ  მევენახეებს  კიდევ ერთ შეუსრულებელ დაპირებას ახვევდა თავს.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან 9 წლის თავზე, გაუფასურებული ლარისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ყურძნის ფასი უკვე ლარიც აღარ იქნება. 

ავტორი: ნატა ლეჟავა

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი