აფეთქება და სროლა ქაბულში - არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ძლიერი აფეთქება ქალაქის ე.წ. მწვანე ზონასთან მოხდა, სადაც სამთავრობო და დიპლომატიური მისიების შენობებია განთავსებული.

აფეთქებას სროლა მოჰყვა. 

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 7 ადამიანი.

ოფიციალური ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო დამონტაჟებული. აფეთქების შემდეგ, შემთხვევის ადგილზე რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა და მშვიდობიანი მოქალაქეები ალყაში მოაქცია.

პასუხიმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი